პროექტის მთავარი იდეა(თემა): შეტყობინებების როგორი ფორმები არსებობდა და როგორი ფორმით შეცვალეს იგი მოწინავე ტექნოლოგიებმა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა გაითავისონ ისტ -ის უდიდესი მნიშვნელობა, ესმოდეთ მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული შეტყობინებების მნიშვნელობა, მისი გლობალურობა,განსხვავება ძველ ტექნოლოგიებსა და ახალს შორის.
პროექტის მიზნები:ა)მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და მათზე დაყრდნობით გააცნობიერებენ ძველი და ახალი საკომუნიკაციო საშუალებების განსხვავებებს, გაანალიზებენ მოწინავე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უდიდეს მნიშვნელობას.
მონაწილეთა ასაკი:14-17 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა:3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას :ბავშვები შეძლებენ შექმნან საკუთარი gmail-ფოსტა,ისწავლონ ინფორმაციის მიღება-გადაგზავნა, შექმნან საკუთარი ბლოგი და ისწავლონ მასზე შეტყობინების განთავსება.
ბავშვებს გამოუმუშავდებათ სოციალური და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევა.შეისწავლიან დამოუკიდებლად ბლოგების, პირადი gmail-ფოსტის, სხვადასხვა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებისა და მასში მუშაობის ხერხებსა და მეთოდებს. გამოუმუშავდებათ გლობალურ ქსელში მუშაობის უნარ-ჩვევა, გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. სიღრმისეულად შეისწავლიან აღჭურვილობასა და საინფორმაციო ტექნიკის გამოყენებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,მობილური ტელეფონები,საფოსტო მარკები, კონვერტები,კალმები, ფანქრები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კლასი დაიყოფა ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს მიეცემა კონკრეტული დავალება:საკომუნიკაციო მუშაობის, სხვსდასხვა შეტყობინებების გადაგზავნა-მიღების ირგვლივ ამომწურავი ინფორმაციის მოძიება.
1ჯგ.-ა)შეხვედრა საკომუნიკაციო ქსელის თანამშრომლებთან.
ბ)ინტერვიუების დაგეგმვა-ჩამორთმევა ამ სფეროს პროფესიონალებთან.
2ჯგ.ა)სხვადასხვა სახის საფოსტო მარკების კონვერტების, სხვადასხვა სახეობის ღია ბარათების, ცნობილი ადამიანების მიერ დაწერილი საინტერესო ბარათების და განხორციელებული მნიშნელოვანი შეტყობინებების მოძიება-მოპოვება.
3ჯგ.საჭირო შეხვედრების დაგეგმვა,მომზადება,ორგანიზება-ჩატარება.
4ჯგ.-ანგარიშის მომზადება ბლოგისათვის და ვებ-საიტისთვის.
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისწავლიან და აწარმოებენ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავება-დახარისხებას,გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,შედარება-განსხვავებისა და სხავადასხვა საგნების მიხედვით მიპოვებული ინფორმაციის შეჯერებისა და ანალიზ-სინთეზის უნარი.
პროექტში ჩაერთობიან შემდეგი საგნის მასწავლებლები:ისტი-ისტის გამოყენება ინფორმაციის მიღების,მოპოვების,შეტყობინების სხვადასხვა სახით გაგზავნის შესწავლის მიზნით.(შესწავლა)
ქართული ენა:მოსწავლეებმა შესძლონ სხვადასხვა სახის შეტყობინებების ნათლად,გარკვევით და ლაკონურად ჩამოყალიბება.მოსწავლეებს შეეძლოთ ღია ბარათების,სხვადასხვა სადღესასწაულო მისალოცი ბარათების,სხვადასხვა მისალოცი ტექსტქბის შედგენა.
სახვითი ხელოვნება:მოსწავლეებმა შეძლონ ესთეტიკურად მისაღები ღია ბარათების დამზადება. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ტერმინის „დიზაინი“ სწორი გაგება,შეგრძნება და შესაბამისად შეძლონ მისი ხერხების სწორი გამოყენება სხვადასხვა ბლოგების შექმნისას. მოსწავლეებს შეეძლოთ ესთეტიკურად გაფორმებული კედლის გაზეთის დამზადება,რათა მოსწავლეებმა შესძლონ მასში წერილების და სხვადასხვა სახის მოკლე ტექსტური შეტყობინების განთავსება.
პროექტის ბლოგი: maradidi-blogspot.com